უკრაინის პრემიერმა შს მინისტრს ჯანდაცვის სფეროს კონტროლი დაავალა

არსენი იაცენუკმა მთავრობის სხდომაზე ავაკოვს ჯანდაცვის სფეროში მედიკამენტების სახელმწიფო შესყიდვების გაკონტროლება დაავალა, რათა მოსახლეობა საჭირო მედიკამენტების გარეშე არ დარჩეს.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა შს მინისტრს დაავალა იმ დეტალების გარკვევა, თუ ვინ და რა ვითარებაში გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ წამლების მომწოდებელ კომპანია „ვექტორ ფარმასთან“ კონტრაქტი.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილის მუშაობასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას უკრაინელი დეპუტატებიც გამოთქვამენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა 2 კანონპროექტი, ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის და მისი მოადგილის ალექსი პავლენკოს გადადგომის მოთხოვნით. ორივე მათგანი თანამდებობას 2014 წლის დეკემბრიდან იკავებს.

banner
წინა სტატიაშიეკა ხერხეულიძე გურამ მისაბიშვილს – თქვენ, ჩვენი ხელისუფლების დიდი სირცხვილი იყავით
შემდეგი სტატია“პარლამენტი ზრდის პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხს,” – ეკა ბესელია