ეკა ხერხეულიძე გურამ მისაბიშვილს – თქვენ, ჩვენი ხელისუფლების დიდი სირცხვილი იყავით

მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წარმომადგენლი უახლესი ისტორიის გაყალბებითაა დაკავებული

თქვენ, ჩვენი ხელისუფლების დიდი სირცხვილი იყავით, – აღნიშნული განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ეკა ხერხეულიძემ სენაკის მაჟორიტარს გურამ მისაბიშვილს მიმართა.
მისაბიშვილი პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული საბჭოს მიერ სენაკში გამართულ ღონისძიებას გამოეხურა, სადაც ის კორუფციასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულეს. მისაბიშვილის თქმით, მან აღნიშნული ბრალდებების დამადასტურებელი ვერც ერთი მაგალითი ვერ მოისმინა, რადგან “ასეთი რამ არ არსებობს”. როგორც მისაბაშვილმა სესიაზე განაცხადა, ის “ამგვარი წესით არ ცხოვრობს” და მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივ გზებს მიმართავს.
მისაბიშვილს ხერხეულიძემ უპასუხა, რომელმაც კოლეგას “წინა ხელისუფლების სირცხვილი უწოდა”.
“საზოგადოებას არავითარ შემთხვევაში არ გაიზიარებს იმას, რომ თქვენ ნეპოტიზმთან და კორუფციასთან ხელი არა გაქვთ. პირიქით, ჩვენ წარმოგიდგინეთ გაშლილი რუკა, სადაც დაწვრილებით იყო ასახული ყველა შემზარავი და აუტანელი დამოკიდებულება ხალხის მიმართ, რაც წლებია გახასიათებთ – მამიდაშვილების, დეიდაშვილების, ბიძაშვილების, რძლების და სიძეების დანიშვნა თანამდებობებზე, როცა კომპეტენციის მქონე ადამიანებს ქუჩაში ჰყრით. რეგიონის მოსახლეობა ვერავითარ შემთხვევაში თქვენს მიმართ სიმპატიით განწყობილი ვერ იქნება, რადგან ეს არის სამეგრელო, სადაც მოღალატეებს კატეგორიულად არ სცნობენ და თქვენნაირ ადამიანებს არასდროს პერსპექტივა არ ექნება”, – მიმართა ხერხეულიძემ გურამ მისაბიშვილს.
გურამ მისაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ჯერ პარლამენტის წევრი, შემდეგ კი სამეგრელოს გუბერნატორი იყო.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა საქართველოში ელექტრონული სერვისების კვლევა ჩაატარა
შემდეგი სტატიაუკრაინის პრემიერმა შს მინისტრს ჯანდაცვის სფეროს კონტროლი დაავალა