“პარლამენტი ზრდის პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხს,” – ეკა ბესელია

„ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ და მხოლოდ ილუზია-ეკა ბესელია

მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალ წესებთან დაკავშირებით კომენტარი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.

როგორც ეკა ბესელია აცხადებს, ეს რეფორმა არის მნიშვნელოვანი.

მისივე თქმით, პროკურორის არჩევაში პარლამეტის მონაწილეობა ზრდის პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხს.

„პარლამენტის ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის ფორმატის გაფართოება და პარლამენტის, როგორც საკანონმდებლოს ორგანო და ხალხის მიერ პირდაპირ არჩეული ლეგიტიმური ორგანოს მონაწილეობა ამ პროცესში, ზრდის პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხს და ზრდის ამ ინსტიტუტის მნიშვნელობასაც,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კანონპროექტის მიხედვით, მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი ასახელებს და საპროკურორო საბჭოს წარუდგენს, საბოლოოდ კი მას პარლამენტი დაამტკიცებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრემიერმა შს მინისტრს ჯანდაცვის სფეროს კონტროლი დაავალა
შემდეგი სტატიატექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსი“ ხელოვან პოლიციელს უმასპინძლებს