უკრაინა: კორუსფციასთან ბრძოლა თუ მისი იმიტაცია?

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი, სერგეი ბოჩკოვსკი მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას დააკავეს.მისი დაკავების პროცესი უკრაინულმა ტელეარხებმა პირდაპირ ეთერში აჩვენეს. როგორც ცნობილია, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე ფინანასურ მაქინაციებში არიან ეჭვმიტანილები.

უკრაინა: კორუსფციასთან ბრძოლა თუ მისი იმიტაცია?კიევში სახელმწიფო სამსახურის მაღალჩინოსნების სხდომის დროს დაკავება მხოლოდდამხოლოდ კორუფციასთან ბრძოლოს დემონსტრირებაა – თვლიან უკრაინელი ექსპერტები.
საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელის სერგეი ბოჩკოვსკის და მისი მოადგილის ვასილი სტოეცკის საწვავის დანაშაულებრივი სქემით შეძენაში ედებათ ბრალი.
ბოჩკოვსკის დაკავება პირდაპირ ეთერში იყო ნაჩვენები.
„ასე იქნება ყველას მიმართ, რომელიც კანონს დაარღვევს და რომელიც უკრაინას შეურაცხყოფას მიაყენებს“ – დაწერა უკრაინის პრემიერმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
პოლიტოლოგები დაჭერების მომავალ სერიებს ელოდებიან. ამავევ დროს ისინი თვლიან რომ, ამ ხერხმა შეუძლებელია კორუსფიასთან ბრძოლაში შედეგი გამოიღოს.
„მთავარი საზოგადოებრივი დაკავების ფაქტია. პირველ ყოვლისა ეს პიარ აქციაა, რომელმაც დემონსტრირება მოახდინა იმისი, რომ მთავრობა კორუფციას ებრძვის“ – ამბობს პოლიტოლოგი ვლადიმირ ფესენკო.
ის ხაზს უსვამს, რომ დაკავება პრემიერ იაცენიუკის და შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის პიარია.
უკრაინელი პოლიტოლოგი ვადიმ საკასევიც მიუთითებს იმაზე, რომ მეთაურების დაკავება სამაგალითოდ დასჯა გამოვიდა – „ჩემთვის ეს კორუფციის სერიოზული, სისტემური ბრძოლა კი არ არის, არამედ, მინისტრების და მინისტრათა კაბინეტის მიმართ გამოთქმული ბრალდებების პასუხია, სადაც მათ ზუსტად კორუფციაში სდებდა ბრალს ფინანსური ინსპექცია გასულ კვირას“ – ამბობს პოლიტოლოგი.
„პრემიერმა დღეს კორუფციასთან ბრძოლის გადაწყვეტილების დემონსტრირება უნდა მოახდინოს, მიზანსცენა მაქსიმალურად სახალხო პოლიტიკურ ეფექტებზეა გათვლილი“ – ამბობს კარასევი და ხმაურიან დაკავებას კრიტიკაზე კონტრშეტევად მიიჩნევს.
პოლიტოლოგები, ისევე, როგორც ზოგადად საზოგადოებრივი აზრი უკრაინაში, დაკავებების საჯარო ჩვენებებზე, გაიყო.
„საზოგადოებას ზუსტად ეს მოლოდინი აქვს – კორუფციასთან ბრძოლა დაინახოს – ამის მოთხოვნა ნამდვილად არის ხალხში. ამიტომ არის საჭირო დაკავებების დემონსტრირება. ამიტომ მგონია, რომ ეს ამ ტიპის უკანასკნელი დაკავება რა იქნება“ ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი ვლადიმირ ფესენკო.
ექსპერტი ვიქტორ ნებოჟენკო თვლის, რომ მთავრობაში მუშაობა უკვე საშიში ხდება, რადგანაც მსგავსი დაკავებები დაიგეგმება პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც, უმაღლეს რადაშიც და ასევე რომელიმე პოლიტიკურ ტოკ-შოუშიც: „დემონსტრაციული დაკავები პირდაპირ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ყველასთვის ნიშანია. დღემდე მთავრობაში მუშაობა ერთგვარ სახელმწიფო ლობირებას ნიშნავდა ბიუროკრატებისთვის, ახლა თანამდებობები დანაღმულ ადგილებად არის გადაქცეული“ – წერს ის და ამატებს – „ლობისტური მომსახურების ფასები ამ აქციების შემდეგ ბევრად გაიზრდება.“
მისი თქმით, მსგავსი დაკავებების მოტივი შესაძლებელია პიოტრ პოროშენკოსა და იგორ კოლომოისკს შორის მომხდარი კონფლიქტი იყოს, რომ ხალხის ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთმა ომი დაიწყო
შემდეგი სტატიაA320-ის კატასტროფა: შემთხვევის ადგილზე ნათესავები ჩაფრინდებიან