A320-ის კატასტროფა: შემთხვევის ადგილზე ნათესავები ჩაფრინდებიან

A320-ის კატასტროფა: შემთხვევის ადგილზე ნათესავები ჩაფრინდებიან

შავი ყუთიA320-ის ბორტზე დაღუპული 150 მგზავრის ნათესავები დღეს ალპებში, შემთხვევის ადგილზე გადაფრინდებიან.
Lufthansa-მ, რომლის შვილობილი კომპნიაც გახლავთ ავიაკომპანია Germanwings, რომლის თვითმფრინავიც ჩამოვარდა, ორი სპეციალური თვითმფრინავი გააგზავნა – ერთი ბარსელონაში და მეორე დუსელდორფში, საიდანაც დაღუპულების ნათესავები მარსელში გადმოფრინდებიან და შემთხვევის ადგილზე ავტობუსებით გაემგზავრებიან.
შეტყობინებების თანახმად ირკვევა, რომ ავარიამდე რამდენიმე წუთით ადრე ერთი პილოტი კაბინადან გამოვიდა და უკან დაბრუნება ვერ შეძლო.
ფრანგმა გამომძიებლებმა უკვე დაიწყეს შავი ყუთის გაშიფრვა, თუმცა თავს იკავებენ შინაარსის კომენტირებისგან.
ერთი „შავი ყუთი“ სამაშველო სამუშაოებიდან რამდენიმე საათში იქნა ნაპოვნი, ეს ის თვითჩამწერია, რომელიც მფრინავების კაბინაშია დამონტაჟებული.
საფრანგეთის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა თქვა, რომ ჩანაწერში კატასტროფის დროს დაფიქსირებულია სხვადასხვა ხმები, თუმცა წინასწარ რაიმე დასკვნის გამოტანა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეუძლებელია.
გამოძიების მასალების თანახმად, თვითმფრინავმა სიმაღლე დაკარგა და 8 წუთის მანძილზე საავარიო ფრიენის შემდეგ ის მთელი სიჩქარით ალპებს დაეჯახა. აფეთქება ჰაერში არ მომხდარა.
გავრცელებული ინფორმაცია მეორე ყუთის პოვნასთან დაკავშირებით არ დასტურდება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა: კორუსფციასთან ბრძოლა თუ მისი იმიტაცია?
შემდეგი სტატიასასწრაფოდ:ქუთაისი-კიევის მიმართულებით რეისები მოიხსნება