უკრაინა დონეცკში დაწყებულ სროლებზე ლაპარაკობს

აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია იძაბება

დღეს დილით ადრე უკრაინელმა სამხედროებმა სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი სოფელი სტაროგნატოვკა დაიკავეს – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინსიტრო ავრცელებს ინფორმაციას.
უკრაინელი სამხედროების თქმით, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მომხრეები «ცინიკურად არღვევდნენ მინსკის შეთანხმებას» აღნიშნულ პერიმეტრზე. «მოწინააღმდეგე 2-3 კილომეტრით განვდევნეთ. ჩვენმა ქვეგანყოფილებებმა მნიშვნელოვანი სიმაღლეები დაიკავეს» – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
ამასთანავე იტყობინებიან, რიმ დაჭრილია 7 სამხედრო მოსამსახურე.
დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ კიევი ტყუის, როცა ამბობს, რომ მათი მხრიდან მასშტაბურ დარღვევებს ჰქონდა ადგილი . «კიევი ამბობს, რომ ჩვენი მხრიდან ადგილი ქონდა შეტავას, ამავე დროს ამბობს, რომ მათ სიმაღლეები დაიკავეს, და რა გამოდის, ვინ წამოსულა შეტევაზე» – ამბობს დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი.

banner
წინა სტატიაში“ეს არის ხელისუფლების პროვოკაცია კარბელაშვილის წინააღმდეგ”
შემდეგი სტატიაფრენკ გიფორდი – ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი გარდაიცვალა