უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომარი ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენეს

უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ქართველი მეომარი გიორგი ჯანელიძე ქაშუეთის ეკლესიიდან ამ წუთებში გამოასვენეს. პროცესია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსკენ მიემართება, სადაც დაღუპულ მებრძოლს დაკრძალავენ.
დაღუპულის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა. იქ იმყოფებოდა “თავისუფთალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი, მმართველი გუნდიდან კი ქაშუეთში არავინ გამოჩენილა.
ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე საქართველოში პარასკევს, გვიან საღამოს უკრაინიდან ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადმოსვენების ცერემონიას საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე, საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, “ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი ზონის” წევრები დაესწრნენ. აეროპორტში იმყოფებოდა ასევე დაღუპული გიორგი ჯანელიძის დედა.
ბატალიონ “აზოვის” წევრი გიორგი ჯანელიძე სოფელ შიროკინოსთან ბრძოლაში დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიმორიგი მიწისძვრა ნეპალში-ბიძგების სიმძლავრე 6 მაგნიტუდას აჭარბებს
შემდეგი სტატიასამება-მახათას მთას ახალი გზა დააკავშირებს