უკრაინაში დანიშნული ქართველების გამო ამ ქვეყანასთან ურთიერთობას არ გავაფუჭებთ – აცხადებს პრეზიდენტი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი - საოკუპაციო რეჟიმი ახლა ანექსიის რეჟიმში გადავიდა

330x220_179566,,საქართველო არ გააფუჭებს ურთიერთობებს უკრაინასთან, უკრაინის სამინისტროებში დანიშნული ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსების გამო,, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა,  22 თებერვალს ღამე, უკრაინული ტელეარხის გადაცემა ,,პოდრობნოსტი ნედელი,,ში გამოსვლისას.

მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პატივსცემს უკრაინის არჩევანს და მიაჩნია, რომ მსგავსი დანიშვნები მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის მთავრობის საქმეა. ,,ამით, ორ მოძმე ქვეყანას შორის სიტუაციის გაფუჭება, ძალიან რთულია,, განაცხდა მან.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პარალელები გაავლო საქართველოსა და უკრაინულ კონფლიქტებს შორის და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჰიბრიდული ომი საქართველომ ჯერ კიდევ აფხაზეთის კონფლიქტის დროს გადაიტანა.

banner
წინა სტატიაშიჯონ მაკკეინი- მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის გამო
შემდეგი სტატიაკამათი მთავრობის ადმინისტრაციაში – დეპუტატები მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს