20 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა მამის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოიკლა თავი.
ადგილობრივების ცნობით, ახალგაზრდა ე. წ. აფხაზური მილიციის თანამშრომლის ნუკრი კიკალიას ვაჟი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა შესაძლოა დაკავშირებული იყოს გალის რაიონის სოფელ რეფაში მცხოვრებ ქართველი გოგონასთან, რომელიც კიკალიას უყვარდა. როგორც ამბობენ, მათი დაშორება გაურკვეველი მიზეზების გამო მოხდა.