,,სევილიამ,, ევროპის ლიგის თასი მოიგო

hi-res-150cf51899d904f42ae55b86df24ad92_crop_northევროპის ლიგის თასის ფინალში ესპანურმა ,,სევილიამ,, უკრაინული დნეპროპეტროვსკის ,,დნიპრო,, ანგარიშით 3:2 დაამარცხა და თასს დაეუფლა.

ანგარიში პირველი ტაიმის მე-7-ე წუთზე უკრაინელებმა კალინიჩის გოლით გახსნეს… რასაც ,,სევილიამ,, 28 წუთზე კრიჩოვიაკის გოლით უპასუხა. 3 წუთის შემდეგ კარლოს ბაკკამ დააწინაურა ესპანური გუნდი, ხოლო ტაიმის მიწურულს,  44 წუთზე როტანის მიერ გატანილი გოლით ,,დნიპრომ,, წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმის 73 წუთზე კარლოს ბაკკამ კიდევ ერთხელ აიღო დნიპროს კარი და საბოლოო წერტილი დასვა ანგარიშში… 3:2 გაიმარჯვა ,,სევილიამ,, და კლუბმა, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატი მხოლოდ ერთხელ 1946 წელს აქვს მოგებული, 2005 წლიდან მოყოლებული მეოთხედ და ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის ლიგის თასი.

banner
წინა სტატიაშიროგორ გაახარა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბავშვები 26 მაისს?!
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა გალის რაიონში