ტაავი რიივასი: რამდენადაც მესმის, ეს არის სამოქალაქო დავა

საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა ორმხრივ შეხვედრაზე „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული საკითხიც განიხილეს.

ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმა ტაავი რიივასმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე და ჩემმა კოლეგამ ეს საკითხიც განვიხილეთ, რადგან არ გვაქვს რაიმე დაბრკოლება, თავისუფლად ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე. რამდენადაც მესმის, ეს არის სამოქალაქო დავა და პრემიერმა დამიდასტურა, რომ სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს, რომ გარანტირებული იყოს თავისუფალი პროცესი სამივე ინსტანციაში, როგორც ნათქვამია ქვეყნის კანონმდებლობაში, კონსტიტუციაში. როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირისკენ მისწრაფებაზე, შესაბამისად ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს, რადგან მედიის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია“, – აღნიშნა ტაავი რიივასმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესტონელმა კოლეგამ ტაავი რიივასმა მიიღო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: რევოლუციის მომზადება სააკაშვილის ოცნებად დარჩება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: პატივს ვცემ „რუსთავი 2“-ს, ჩემი აზრით, ამ ტელეარხის ჟურნალისტები ძალიან პროფესიონალები არიან