ირაკლი ღარიბაშვილი: რევოლუციის მომზადება სააკაშვილის ოცნებად დარჩება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ისეთი ადამიანის ადგილი, რომელიც მისი პარტიის წევრებს და ტელეარხის დირექტორებს აქეზებს, ორგანიზება გაუწიონ რევოლუციას, ციხეშია. ამის შესახებ მან ესტონელ კოლეგასთან შეხვედრაზე, ადგილობრივი ჟურნალისტის მიერ, მიხეილ სააკაშვილის საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

“ვფიქრობ, არ არსებობს თავისუფალი სივრცე ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკოსისთვის, რომელიც ახალისებს, აქეზებს მისი პარტიის წევრებს და ტელეარხის დირექტორებს, ორგანიზება გაუწიონ კრიმინალურ დაჯგუფებებს, რევოლუციას. ვფიქრობ, ასეთი ადამიანის ადგილი, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ის – პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, ციხეშია.
სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრებს შორის შემდგარ სატელეფონო საუბრებში, რომლის ჩანაწერიც გავრცელდა, საუბარია რევოლუციის მომზადებაზე საქართველოში, თუმცა ეს მხოლოდ მისი ოცნებებია. საქართველო დღეს ძლიერი, დემოკრატიული და სტაბილური ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ გზას ევროპული ოჯახისა და ევროპული მისწრაფებებისკენ, რათა გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: იუსტიციის მინისტრი ვალდებული იყო სამართლებრივი პროცედურები დაეწყო
შემდეგი სტატიატაავი რიივასი: რამდენადაც მესმის, ეს არის სამოქალაქო დავა