,,სტატეგიული თავშეკავების კონცეფციაში ჯდება, თუ რატომ არ გვინდა მსოფლიო ლიდერებთან მუშაობა”?!

ვიქტორ დოლიძე: ირაკლი შოთაძე ზეწოლას ახდენს სასამართლოზე

ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მუშაობის შედეგია ის, რომ მსოფლიო ლიდერების გამოსვლებში საქართველოს თემა აღარ ისმის.
აღნიშნულ საკითხზე ყურადღება დოლიძემ ფრაქციის სხდომაზე, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
“გუშინ სტასბურგიდან დავბუნდი, სადაც ისტორიული გამოსვლები ჰქონდათ ანგელა მერკელსა და ფრანსუა ოლანდს. გაიმართა დისკუსია, რომლის სახელი იყო “ევროპის მომავალი”. საუბარი იყო გლობალურ გამოწვევებზე, მიგრაციაზე, სირიის პრობლემაზე, საგადასახადო საკითხებზე და სხვ. მოგეხსენებათ, ამგვარი დისკუსიის მნიშვნელოვან ნაწილს უსაფრთხოების პრობლემები წარმოადგენს, სადაც შეეხნენ სირიას, უკრაინას და რუსეთს. ერთი სიტყვა საქართველსთან მიმართებაში არ თქმულა და საქართველო არც ერთხელ ნახსენები არ ყოფილა. მსოფლიო ლიდერების შეხვედრებამდე და განსაკუთრებით კი, რუსეთის ლიდერთან შეხვედრამდე, ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რაღაც გზავნილი ყოფილიყო. მაინტერესებს, რატომ არ ვიყენებთ ამ ისტორიულ შანსებს – ეს სტატეგიული თავშეკავების კონცეფციაში ჯდება, თუ რატომ არ გვინდა ვიმუშაოთ მსოფლიო ლიდერებთან?! ატალახებული უნდა გვქონდეს იქაურობა, იმდენი გამოწვევა გვაქვს ერთად!”, – მიმართა მთავრობის წარმომადგენლებს ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიეშტონ კარტერს საკმარისი მტკიცებულებები აქვს რუსულ რაკეტებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატია,,პირველი სტუდია” ეთერში აღარ დაბრუნდება