ეშტონ კარტერს საკმარისი მტკიცებულებები აქვს რუსულ რაკეტებთან დაკავშირებით

„ამერიკელი სნაიპერის“ მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ჰაფეზ ასადმა ,,შარლი ებდოს,, მოწინააღმდეგებს დაარტყა გუშინ სირიის ქალაქ იდლიბში, სადაც ამ ქალაქისა და მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობა ადგილობრივი ისლამისტი ლიდერების ხელმძღვანელობით ,,შარლი ებდოს,, კარიკატურების წინააღმდეგ გამოხატავდა პროტესტს, ასადის საჯარისო ფორმირებებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს შეკრებილ მოსახლეობაზე. იერიშის შედეგად დაღუპულია 10 და დაჭრილია 7 მოქალაქე. დასახლებულ პუნქტს, დაბომბვის შედეგად გამოწვეული ნგრევისა და გაჩენილი ცეცხლისაგან, მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. ამავედროს, სირიის ქალაქ ალეპოს ოლქის პროვინცია ქობანიში (ქალაქი აინ ელ არაპ) , რომელსას ისლამური სახელმწიფოს მეომრები აკონტროლებენ, გუშინ ერაყიდან ქურთისტანის ,,ფეშმერგას,, შეიარაღებული ნაწილები შევიდნენ. თურქული მედიის ცნობით, ქურთულმა ,,ფეშმერგამ,, აშშ-სთან შეთახმებით მიიღო გადაწყვეტილება სირიის ტერიტორიაზეც მიეტანა იერიში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებზე, რასაც ნატოს ავიაციის მიერ ამ პროვინციაზე განხორციელებული ავიადარტყმებიც მოწმობს. ამ მომენტისათვის ქალაქ აინ ელ არაპში რომელიც შავ ბოლშია გახვეულია, გააფრთებული ბრძოლები მიმდინარეობს ჯიჰადისტებსა და ,,ფეშმერგას,, შორის.აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ ამერიკას საკმარისი მტკიცებულებები აქვს იფიქროს, რომ რუსეთის რაკეტებმა კასპიის მხარეს კატასტროფა განიცადეს. ოდნავ ადრე, ამერიკელმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც სირიისკენ კასპიის ზღვიდან იქნა გაშვებული, ირანში ჩამოვარდნენ.
რუსეთის მტკიცებით, რაკეტებმა მიზანს მიაღწიეს, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების განდაგურებას ითვალისწინებდა.

რუსეთმა სამხედრო ოპერაცია სირიაში 30 სექტემბერს დაიწყო. ის ამტკიცებს, რომ მისი სამიზნე ტერორისტული ორგანზაცია ისლამური სახელმწიფოა. აშშ და დასავლეთის აზრით კი, რუსეთის ავიაცია სირიის ოპოზიციას და მშვიდობიან მოსახლეობას ესვრის.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებით დაინტერესდა
შემდეგი სტატია,,სტატეგიული თავშეკავების კონცეფციაში ჯდება, თუ რატომ არ გვინდა მსოფლიო ლიდერებთან მუშაობა”?!