,,პირველი სტუდია” ეთერში აღარ დაბრუნდება

ეკა მიშველაძის საავტომობილო გადაცემა „პირველი სტუდია“ ეთერში აღარ დაბრუნდება. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გვიმრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„როგორც ვიცი, „პირველი სტუდია“ ახალი სეზონიდან ეთერში აღარ გავა, თუმცა იქნება 5-6 ახალი პროექტი, რომელიც საზოგადოებრიცვ-პოლიტიკურ მიმართულებას გააშუქებს. ეს იქნება თოქ-შოუები, ტელეჟურნალის ფორმატის გადაცემები, დებატები და ასე შემდეგ. მოდი დაველოდოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს, რომელიც ნელლ-ნელა ცდილობს ამ პროდუქციის ეთერში გაშვებას“, – განაცხადა გვიმრაძემ.

banner
წინა სტატიაში,,სტატეგიული თავშეკავების კონცეფციაში ჯდება, თუ რატომ არ გვინდა მსოფლიო ლიდერებთან მუშაობა”?!
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა