სროლა ვაკე-საბურთალოს გზაზე – არსებული ინფორმაციით, არიან დაჭრილები

ოქროყანაში,სავარაუდოდ ორმხრივი სროლა მოხდა

ვაკე-საბურთალოს გზაზე რამდენიმე წუთის წინ სროლა ისმოდა. ჩხუბი ახალგაზრდებს შორის მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაჭრილები. ამ დროისთვის ჩხუბის მიზეზი უცნობია.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ერთერთი, რომელიც, მათი თქმით, სავარაუდოდ მხარში იყო მძიმედ დაჭრილი, საკუთარი მანქანით მეგობარმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

 

წყარო: რუსთავი 2

banner
წინა სტატიაშიტერორისტების ახალი შეტევა საფრანგეთზე (+VIDEO)
შემდეგი სტატიახმაური პარლამენტში-ერთმანეთს ივანე კიღურაძე და სერგო რატიანი დაუპირისპირდნენ