ტერორისტების ახალი შეტევა საფრანგეთზე (+VIDEO)

Terror-attack-in-Saint-Quentin-Fallavierფრანგული მედიის ცნობით, დღეს დილის საათებში, საფრანგეთზე ახალი ტერორისტული შეტევა აღმოსავლეთის გრენობლის რაიონში ბუნებრივი გაზის ქარხანაში აფეთქებით დაიწყო.

ფრანგული პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტებმა ბუნებრივი გაზის კონტეინერი ააფეთქეს, რომელსაც რამდენიმე ადამიანის მძიმე დაზიანება მოჰყვა… ქარხნის ტერიტორიაზე ნაპოვნი იქნა ერთი ადამიანის თავმოკვეთილი გვამი, რომლის გვერდზეც ,,ისლამური სახელმწიფოს,, შავი დროშა ეგდო…

პოლიციის განცხადებით, ამ დროისთვის დაკავებულია ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი მხოლოდ ერთი პირი.

მომხდარს ბრიუსელში მყოფი საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი გამოეხმაურა და მას საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული ტერაქტი უწოდა… გავრცელებული ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით, ოლანდმა საკუთარი სამუშაო დღის წესრიგიც შეცვალა.

/იხილეთ 2 ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიალექსი პეტრიაშვილი: პოლიტიკური დევნა აშკარად სახეზეა
შემდეგი სტატიასროლა ვაკე-საბურთალოს გზაზე – არსებული ინფორმაციით, არიან დაჭრილები