ხმაური პარლამენტში-ერთმანეთს ივანე კიღურაძე და სერგო რატიანი დაუპირისპირდნენ

პარლამენტის სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების ხელმძღვანელის დანიშვნის წესის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ერთმანეთს დეპუტატები სერგო რატიანი და ივანე კიღურაძე დაუპირისპირდნენ.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა დეპუტატებს ალტერნატიული კანონი წარმოუდგინა და კვლევითი დაწესებულების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა მოითხოვა.

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ კი უმცირესობის დეპუტატს, წინა ხელისუფლების მმართველობის წლები შეახსენა და კომუნიზმზე მასთან უარყოფით კონტექსტში საუბრის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„მე არ მინდა ძველი ავადსახსენებელი დროს გახსენება, მაგრამ მაიძულებს ბატონი სერგო. კომუნისტები თქვენს რიგებში მოიძიეთ. შეწყვიტეთ ამაზე ლაპარაკი და კომუნისტების ხსენება. ვინ რომელ პარტიას ეკუთვნოდა და რომელ პარტიაში მოღვაწეობდა ეს მისი პირადი საქმეა. ვინც იყვნენ კომუნისტური პარტიის წევრები გამოჩენილი დიდი მეცნიერები და ეროვნული მოღვაწეები. აბა თქვენ დამისახელეთ თქვენი რიგებიდან იმ მასშტაბის პიროვნებები, როგორიც იყო ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, ვიქტორ კუპრაძე, არჩილ ხარაძე,“ – განცხადა ივანე კიღურაძემ.

banner
წინა სტატიაშისროლა ვაკე-საბურთალოს გზაზე – არსებული ინფორმაციით, არიან დაჭრილები
შემდეგი სტატიაექსკლუზივი–პოლიციაში ბორდელი ვისი ნებართვით გახსნეს?