სოსანაშვილის ადვოკატი: ეს არის თითიდან გამოწოვილი დაზუსტებული ბრალი

იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულისთვის ბრალის დამძიმების ფაქტს მისი ადვოკატი ეხმაურება. სოსო ჯოგლიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, რადგან მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია.

ბრალდებულის ადვოკატის განმარტებით, ეს არის ბრალის დაზუსტება და არა დამძიმება. მისივე თქმით, დღემდე სახელმწიფო ბრალდებას მოტივი არ გააჩნია.

“ეს არის თითიდან გამოწოვილი დაზუსტებული ბრალი. პროკურატურა მოქცეულია ჩიხში,” – აცხადებს ჯოგლიძე. დაცვის მხარე სასამართლოს დაწყებას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმა. ამის შესახებ პროკურატურამ ოფიციალური განცხადება დღეს გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიმამა პეტრე: ქვას და ტალახს, რომელსაც ჩემი მისამართით ისვრიან, იმ ტაძრის მშენებელობისათვის ვიყენებ, რომლის საძირკველი მიწას არასოდეს გაჰკარებია
შემდეგი სტატიაფრანგული ვერტმფრენები შესაძლოა აღარ გაიყიდოს