ფრანგული ვერტმფრენები შესაძლოა აღარ გაიყიდოს

ფრანგული ვერტმფრენები, რომლებიც ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, შესაძლოა აღარ გაიყიდოს. ამის შესახებ თინა ხიდაშელმა განაცხადა. თავდაცვის მინისტრი ვერ აკონკრეტებს, რომელმა უწყებამ შესაძლოა გამოიყენოს ეს ვერტმფრენები, თუმცა მისი თქმით, გადაწყვეტილება ამ საკითხზე მისაღებია.

„ის რომ ეს ვერტმფრენები ამდენ ხანს გაჩერდა, იმიტომ, რომ არ გაიყიდა, დამატებითი ხარჯებია. ამიტომ, შესაძლებელია, რომ გადაკეთდეს და სამხედრო საქმიანობისთვის იყოს გამოყენებული, ან სამაშველო, გარემოს დაცვის ან საზღვრის დაცვის სამსახურებმა გამოიყენონ, ზუსტად არ ვიცი. მაგრამ, გადაწყვეტილება ამ ვერტმფრენებზე მისაღებია,“ -განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თანამედროვე ფრანგულ ვერტმფრენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმაც. გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განმარტებით, ეს არის საკმაოდ ძლიერი და ძვირი, მრავალ ფუნქციური ვერტმფრენები, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გამოადგება.

banner
წინა სტატიაშისოსანაშვილის ადვოკატი: ეს არის თითიდან გამოწოვილი დაზუსტებული ბრალი
შემდეგი სტატიაbiletebi.ge- “ლატარიის” პრინციპით მუშაობს