სვეტიცხოვლის ტაძარში საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიბრძანდა.
უწმინდესმა უფლის კვართის ადგილი, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის და ამბიონზე წმინდა ხატები მოილოცა. ამ წუთებში ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. სვეტიცხოველში წირვის დროს წმინდა სახარებიდან წაიკითხავენ ადგილს, სადაც უფლის მიერ 12 მოციქულის დადგენის შესახებ არის საუბარი. მსახურების ბოლოს კი პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და სვეტიცხოვლობას, 12 მოციქულის ხსენების დღეს მიულოცავს.
დღეს უფლის 12 მოციქულის ხსენების დღეა. სვეტიცხოვლის ტაძარი სწორედ მათი სახელობისაა. მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 14 ოქტომბერს ეკლესია უფლის კვართს იხსენებს, რომელიც სვეტიცხოველშია დაფლული.

banner
წინა სტატიაშიდღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ხაზის გადმოწმევასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში დიპკორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება