საოკუპაციო ხაზის გადმოწმევასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში დიპკორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწმევასთან დაკავშირებით დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, საგარეო საქმეთა და შს სამინისტროების წარმომადგენლები დიპლომატებს დეტალურად მიაწვდიან ინფორმაციას იმის თაობაზე თუ რა ხდება ახლა საოკაუპაციო ხაზის გასწვრივ. საგარეო უწყება გმობს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს აღნიშნული ქმედება, ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო შეფასება მისცეს ამ ნაბიჯს.
“ჩვენ გამოვიყენებთYჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, ძალას, იმისთვის, რომ რუსეთის ეს პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩეს და მას სათანადო გაჟღერება და რეაგირება ჰქონდეს საერთაშორისო თანამეგობრობიდან”, – განაცხადა დავით კერესელიძემ.
მისი თქმით, ამ მიზნით უკვე შედგა სატელეფონო საუბარი ჟენევის დისკუსიების თანათავჯდომარეებთან, ასევე ეს საკითხი უმკაცრესად დაისმება გაერო-ს, ეუთო-ს, ევროსაბჭოს და სხვა ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში.
10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღიმართა. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი.

banner
წინა სტატიაშისვეტიცხოვლის ტაძარში საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათბილისში მომხდარი სტიქიის ამსახველი ფოტოგამოფენა “13 ივნისი” გაიხსნა