დღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება

დღეს საქართველოში სვეტიცხოვლობა – 12 მოციქულის ხსენების დღე აღინიშნება.

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას სვეტიცხოვლის ტაძარში აღავლენს.

კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა -უძველესი დღესასწაულია. ეკლესიას ჭეშმარიტების ამ ქადაგთაგან თითოეულის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღე აქვს დაწესებული, მაგრამ პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანს ერთად იხსენიებს. ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოიპოვება.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

banner
წინა სტატიაშიმალი ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის საქართველოს მადლობას უხდის
შემდეგი სტატიასვეტიცხოვლის ტაძარში საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს