საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი თინა ხიდაშელს ხვდება-დახურული შეხვედრის გადაღება “მაესტრომ” შეძლო

რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა

tinaსაქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი თინა ხიდაშელს ხვდება. დახურული შეხვედრის გადაღება “მაესტრომ” შეძლო. ვახტანგ კაპანაძე ხიდაშელთან შესახვედრად ქუთაისში, პარლამენტის შენობაში მივიდა. კაპანაძის თქმით მას უახლოეს მომავალში აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები და საქმის კურსში აყენებს მომავალ მინისტრს. ხიდაშელის განცხადებით კი ის დეტალურად მოისმენს გენშტაბის ხელმძღვანელის გეგმებს. ხიდაშელი ამბობს, რომ კაპანაძის ის უკვე მინისტრის რანგში მასპინძლობს

“ვტოვებ ქვეყანას, შეხვედრებზე მივდივარ და შესაბამისად სანამ გავალ ქვეყნიდან მინდა ქალბატონ თინას შევხვდე, გავესაუბრო“-განმარტავს ვახტანგ კაპანაძე.

რაც შეეხება თინა ხიდაშელს, ის ამბობს, რომ უკვე თავდაცვის მინისტრია:

“ვინაიდან ვიზიტი არის ძალიან სწრაფად დაგეგმილი და ჩვენ თბილისში ვეღარ მოვასწრებთ შეხვედრას, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ დღესვე ვისაუბროთ. .. მე თავდაცვის მინისტრი ვარ უკვე, როგორ გეკადრებათ, მე უკვე დანიშნული ვარ, როგორც თავდაცვის მინისტრი, არ სჭირდება პარლამენტის კენჭისყრა” განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიAirbus გერმანიას ჯაშუშური სკანდალის გამო სასამართლოში უჩივლებს
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი ეუთოს მისიას უხელმძღვანელებს