Airbus გერმანიას ჯაშუშური სკანდალის გამო სასამართლოში უჩივლებს

საავიაციო გიგანტ Airbus-მა, რომლის მთავარი საწარმო ტულუზაშია განთავსებული, განაცხადა, რომ სასამართლოში სარჩელს შეიტანს გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის წინააღმდეგ, რომელიც ამერიკული უსაფრთხოების სააგენტოს თხოვნით ევროპულ კომპანიებზე თვალთვალს ახორციელებდა.
Airbus-ის პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ მათ ეჭვი აქვთ საწარმოოს თვალთვალზე და კომპანია მზად არის სასამართლოს გადასცეს საქმე.
გერმანიაში სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც გერმანულმა Sueddeutsche Zeitung და რადიოკომპანია NDR-მა საკუარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანია ევროპაში აშშ-ს თხოვნით რამდენიმე ქვეყანაზე თვალთვალს ანხორციელებდა. მათ შორის, საუბარია როგორც ევროპელ პოლიტიკოსებზე, ასევე მსხვილ კომპანიებზე.
Airbus-მა განაცხადა, რომ უკვე მიმართა გერმანიის მთავრობას განმარტებებისთვის.
გერმანიის პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით Airbus ერთ-ერთი ობიექტთაგანი იყო, რომელზეც ხორციელდებოდა თვალთვალი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძე: პრეზიდენტმა შეიძლება პრემიერად სხვა კანდიდატურა წარმოადგინოს
შემდეგი სტატიასაქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი თინა ხიდაშელს ხვდება-დახურული შეხვედრის გადაღება “მაესტრომ” შეძლო