გიგი წერეთელი ეუთოს მისიას უხელმძღვანელებს

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი – გიგი წერეთელი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს.
აღნიშნული ინფორმაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალური ვებ გვერდი აქვეყნებს. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც საქართველოს წამომადგენელი ხელმძღვანელობს სადამკვირვებლო მისიას, რომელიმე ქვეყანაში.
ეუთოს წარმომადგენლები 7 მაისს გამართულ არჩევნებს დააკვირდებიან ლონდონსა და ინგლისის რამოდენიმე დიდი ქალაქში, ასევე შოტლადდიასა და ირლანდიაში. აგრეთვე დაგეგმილია წინა მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრები, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან საარჩევპო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან. სადამკვირვებლო მისიაში ეუროპის ოცამდე ქვეყნიდან ორმოცდაათზე მეტი წევრია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი თინა ხიდაშელს ხვდება-დახურული შეხვედრის გადაღება “მაესტრომ” შეძლო
შემდეგი სტატია,,ბიძინამ გასაგებად უთხრა: „შენ შენი თავი მართლა პრემიერ-მინისტრი ხომ არ გგონია?,, გია ნოდია – ღარიბაშვილზე