საქართველოს გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. გზის გაწმენდითი სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყო. თუმცა, დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები – ამ მიმართულებით ავტობუსებისა და სატვირთოების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.

შეზღუდვები მოქმედებს რიკოთის უღელტეხილზეც. აქ მოძრაობა აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის.

ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა შეჩერებულია ნინოწმინდა-ახალქალაქის გზის მონაკვეთზე. ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე კი მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებს უშვებენ.

საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებში დაწესებული რეჟიმები ნარჩუნდება. სტიქიის ყველა ზონაში მობილიზებულია სპეცტექნიკა და ვითარებას ადგილზე აკონტროლებენ სპეციალისტები.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს
შემდეგი სტატიაგამგებლის ინფორმაციით, ყაზბეგში საკვები პროდუქტების მარაგი იწურება