სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი ამოიღო. 31 წლის დავით ს. სარფის საბაჟოზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 5,9036 გრ ჰეროინის შემცველი 12,3776 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშინინოწმინდაში ყინვისაგან 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოს გზებზე შეზღუდვები მოქმედებს