გამგებლის ინფორმაციით, ყაზბეგში საკვები პროდუქტების მარაგი იწურება

ყაზბეგში საკვები პროდუქტების მარაგი იწურება, – ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი ქირიკაშვილიც  ადასტურებს. მისი თქმით, მაღაზიებში საკვები პროდუქტების მარაგი 2-3 დღეში შესაძლოა მთლიანად ამოიწუროს. მისივე თქმით, პურის მარაგი 2 დღეში უკვე აღარ იქნება.

ამასთან, ქირიკაშვილის ინფორმაციით, მოსახლეობაში საკვები პროდუქტების მხრივ ამ დროისთვის პრობლემა არ არის.
“მოსახლეობაში ჯერჯერობით საკმარისი მარაგია. მაღაზიებში საკვები პროდუქტების შევსება ამინდიდან გამომდინარე ვერ ხერხდება. ვერტმფრენმა უნდა ჩამოიტანოს პროდუქტები, თუმცა ხილვადობა საერთოდ არ არის. მარაგის პრობლემა შეიქმნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის იქით მდებარე სოფლებსა და სტეფანწმინდაში”, – განაცხადა ქირიკაშვილმა.
ყაზბეგში დიდთოვლობა უკვე მესამე დღეა გრძელდება. დიდთოვლობის გამო დაკეტილია გუდაური-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
შემდეგი სტატიაყაზბეგში პროდუქტების შეტანა ამინდის გაუმჯობესების შემდეგ გახდება შესაძლებელი