საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში, მეჩეთთან ახლოს აფეთქება მოხდა

საფრანგეთში, ქალაქ ვილფრანშ-სიურ-სონში მდებარე მეჩეთთან ახლომდებარე რესტორანში აფეთქება მოხდა. AFP-ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
დღეს დილით პარიზის გარეუბან მონრუჟში ორმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს, რის შედეგაც ორი სამართალდამცავი დაიჭრა. პოლიციამ ერთი თავდამსხმელი დააკავა, მეორემ კი მიმალვა შეძლო.
ამასთან, 7 იანვარს პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიმესტიის რაიონის უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება
შემდეგი სტატია“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დიმიტრი გელოვანი გვყავს მოსაძებნი”