“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დიმიტრი გელოვანი გვყავს მოსაძებნი”

ხმალაძე

საპარლამენტო უმრავლესობაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე მსჯელობა არ დაწყებულა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ჟურნალსიტებთან საუბრისას განაცხადა.
ხმალაძის თქმით, მას ამ ეტაპზე შესაძლო კანდიდატურა ჰყავს, თუმცა საჯაროდ არ დააფიქსირებს. მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია და მხოლოდ კარგი სამართალმცოდნეობა საკმარისი არ არის.
“პირადად მე არა თუ ამ განხილვებში მონაწილეობა არ მიმიღია, არც კი მსმენია, რომ რაიმე ჯგუფურ განხილვას ჰქონოდა ადგილი. ცხადია, ცალ-ცალკე ყველა ფიქრობს, მათ შორის მეც, თუმცა ერთ კანდიდატზე მსჯელობა არ ყოფილა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, ამიტომ მხოლოდ კარგი სამართალმცოდნეობა საკმარისი არ არის. ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობა უნდა იყოს, თუმცა სხვა პირობებსაც უნდა აკმაყოფილებდეს – მოკლედ, დიმიტრი გელოვანი გვყავს მოსაძებნი”, – განაცხადა ხმალაძემ.
თებერვალში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში, მეჩეთთან ახლოს აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაფრანსუა ოლანდი და ნიკოლა სარკოზი ერთმანეთს ხვდებიან