მესტიის რაიონის უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება

სვანეთი–ელექტროემერგია

მესტიის რაიონის უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. ამის შესახებ კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია” დღეს განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, მესტიაში არსებული 2500 მოსახლიდან, ამ დროისთვის, ელექტროენერგია მხოლოდ 220 მოსახლეს არ მიეწოდება.

“ენერგო–პრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახური კვლავ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რათა ოპერატიულად მოახდინოს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. განსაკუთრებით რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება უშგულს, რომელიც ათეულობით კილომეტრით არის დაშორებული მესტიის რაიონული ცენტრიდან. მიუხედავად იმისა, რომ დიდთოვლობის გამო, დაზიანების ადგილამდე მისასვლელი გზები ჩაკეტილია, კომპანიის თანამშრომლები ფეხით და ზოგიერთ შემთხვევაში თხილამურებით აღწევენ დაზიანების უბნებს. იმის გამო, რომ ტექნიკით სარემონტო სამუშაოების წარმოება ვერ ხერხდება, რეაბილიტაცია საჭიროებს უფრო მეტ დროს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისროლა პარიზის სამხრეთით – დაჭრილია პოლიციელი
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში, მეჩეთთან ახლოს აფეთქება მოხდა