ზურაბ აბაშიძე: ირაკლი ალასანიას თავდაცვის კუთხით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი განზრახვები ჰქონდა

საერთოდ ვერ გაიგო ვერავინ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა

“თავისუფალი დემოკრატების” წევრ ზურაბ აბაშიძის განცხადებით, დღეს ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე საფრანგეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეკითხვებს პასუხი გაეცა.
როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას თავდაცვის კუთხით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი განზრახვები ჰქონდა.
“დადებითად უნდა შეფასდეს ის, რომ საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით გარკვეული ნაბიჯი იდგმება, თუმცა რა განზრახულობებიც ჰქონდა წინამორბედ ირაკლი ალასანიას, ეს ის არ არის. მთავარია, დაველოდოთ შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, თუ როგორი იქნება ეს დროში გაწერილი და რეალურად განხორციელებული.
ჩვენ თუ არ გვექნება ძლიერი თავდაცვა, ქვეყანა ვერ განვითარდება და ვერ ვერ განხორციელდება ის პროექტები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო. აქედან გამომდინარე, ეს არის პირდაპირ კავშირში ქვეყნის განვითარებასთან.
ქვეყნის საჰარეო, სახმელეთო თავდაცვა ეს უნდა იყოს დღევანელი ხელისუფლების და მომავალში ყველა ხელისუფლების ძირითადი პრიორიტეტი”, -განაცხადა ზურაბ აბაშიძემ ნდობის ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2718 ლარია
შემდეგი სტატია“საპროკურორო საბჭოში მოვიწვევთ საქართველოს ომბუდსმენს”- თეა წულუკიანი პროკურატურის რეფორმაზე საუბრობს