საპატრულოს ახალი უფროსი ნასამართლევია?

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი გოგა რაზმაძე 2000 წელს დავით გელაძის შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იყო დაკავებული.

ძიებამ რაზმაძეს მკვლელობაში მონაწილოება ვერ დაუდგინა და ის მალევე გაათავისუფლეს. მასთან ერთად ამ საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პიროვნება გამოძიებამ გაათავისუფლა, თუმცა 2000 წელსვე გოგა რაზმაძე სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, გაასამართლეს და მალევე გაათავისუფლეს კიდეც.

გოგა რაზმაძეს მიხეილ საააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლოს გამოცემული ამნისტიით მას ნასამართლეობა გაქარწყლებული აქვს და მისი მონაცემები ე.წ.ბაზიდან არის წაშლილი.

შსს–ში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციას ,,პირველი რადიო” სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში,,გაერო-ში გამგზავრებასთან დაკავშირებული სპეკულაციები ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია”
შემდეგი სტატია„ჩვენთვის მთავარია, რომ პროცესები გამჭვირვალედ წარიმართოს“-ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავი 2-ზე საუბრობს