საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე დავით საგანელიძე შესაძლოა ზვიად კვაჭანტირაძემ შეცვალოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე დავით საგანელიძე შესაძლოა, დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ შეცვალოს.
პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში მისი კანდიდატურა განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ახლო მომავალში კი, უმრავლესობაში ამ თემაზე შიდა კონსულატია გაიმართება.
ზვიად კვაჭანტირაძე მივლინებით გერმანიაში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დავით საგანელიძე წარადგინა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდს თავის მდიდარ გამოცდილებას მოახმარს