სამეგრელოში ,,სუსი,, საკუთარი თანამშრომლის დანაშაულზე გაისუსა

POLICIAთავისუფელებისა და მხარდაჭერის ცეტრის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი ლევან თორია საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსანი ბაკურ გულუა, რამდენიმე დღის წინ ნასვამ მდგომარეობაში მართავდა სახელმწიფო ავტომანქანას, რის გამოც ავტო-საგზაო შემთხვევაში მოხვდა… გულუამ ავარიის შედეგად დააზიანა სახელწიფოს კუთვნილი ავტო მანქანა, თუმცა სამართალდამცველბს ამ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ.
ლევან თორიას განცხადებით, ბაკურ გულუას მიერ ჩადენილ არაკანონიერ ქმედებებზე სამართალდამცავების მხრიდან თვალის დახუჭვა გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ არსებული ხელისუფლება მას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებში სასურველი ჩვენებების მიმცემად და ცრუ მოწმედ იყენებს…
ერთ–ერთი ასეთი ჩვენება ბაკურ გულუამ ყოფილი კოლეგის, ნაციონალური მოძრაობის წევრის თენგიზ გუნავას წინააღმდეგ მისცა.. თუმცა გუნავა სასამართლომ იმ საქმეში გაამართლა, რაც გულუას ცრუმოწმეობაზე ეჭვებს ადასტურებს.
,,თაიმერი,, კომენტარისთვის დაუკავშირდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის (სუს) განყოფილების უფროსს გიორგი ხურციას… თუმცა მან ,,თაიმერს,, არც სატელეფონო ზარებზე და არც ტექსტურ შეტყობინებაზე არ უპასუხა.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაურის ინიციატივას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს
შემდეგი სტატიარიგის სამიტზე დეკლარცია „ყირიმის ანექსიით“ მიიღეს