თამაზ მეჭიაურის ინიციატივას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

კომერციული ბანკების ზედამხედველობის სამსახური შესაძლოა ეროვნულ ბანკს გამოეყოს. ამას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა საკანონმდებლო ორგანოში წარადგინა.

დეპუტატის ინიციატივას პრეზიდენტის უფლებების შესუსტებად აფასებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პრეზიდენტის მრჩეველი არ გამორიცხავს, რომ თუკი ეს ინიციატივა კანონის სახეს მიიღებს მას პრეზიდენტმა ვეტო დაადოს.

„ეკონომიკა უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისაგან, პოლიტიკური თამაშები ეკონომიკაში არ შეიძლება. ის ინიცირებული ცვლილებები ამავდროულად არის საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური უფლების კიდევ ერთი შესუსტების მცდელობა,“ – აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

პრეზიდენტის მრჩევლისთვის გაუგებარია რა საჭიროა ასეთი ცალკე სამსახურის შექმნა, მაშინ როდესაც ეროვნული ბანკის მუშაობას მაღალ შეფასებას აძლევენ საერთაშორისო ორგანიზაციები.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: უკან დავიხიეთ იმ მიმართულებით, რასაც დასავლეთთან თანამშრომლობა ქვია
შემდეგი სტატიასამეგრელოში ,,სუსი,, საკუთარი თანამშრომლის დანაშაულზე გაისუსა