რიგის სამიტზე დეკლარცია „ყირიმის ანექსიით“ მიიღეს

riga1„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებმა რიგაში ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, სადაც ფორმულირება „ყირიმის ანექსია“ დატოვებულია იმის მიუხედავად, რომ დელეგაციის რამდენიმე მონაწილე მას არ დაეთანხმა.
დელეგაციის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ უარი განაცხადა საბლოო დეკლარაციაზე ხელის მოწერაზე, თუკი დეკლარაციაში ფორმულირება „ყირიმის ანექსია“ დარჩებოდა. კომპრომისულ ვარიანტში საუბარია იმაზე, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ანექსიად ევროკავშირი განიხილავს და ძალაში ტოვებს 27 აპრილს მათ მიერ მიღებულ დეკლარაციას რუსეთის მიერ ყირიმის და სევასტოპოლის ანექსიის შესახებ.
ევროპარლამენტის წარმომადგენლის მარტინა შულცის თქმით, პარასკევს საბოლოო დეკლარაციის წინააღმდეგ აზერბაიჯანი წავიდა – დავა მთიანი ყარაბახის გამო წარმოიშვა.
დეკლარაციის საბოლოო ვარიანტში საუბარია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე. მას მხარი დაუჭირა ყველა მონაწილე ქვეყანამ გარდა სომხეთის, აზერბაიჯანის და ბელორუსის, რომლებაც ადრეც შეიკავეს თავი იგივე საკითხზე გაეროში მიმდინარე კენჭისყრისას.
საბოლოო დოკუმენტში ასევე საუბარია „ბოინგის“ ავტოკატასტროფაზე, რომელიც 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის მხარეში მოხდა.
ყველა ქვეყანამ სრული მზაობა განაცხადა ტრაგედიის საერთაშორისო დონეზე გამოძიებაში მონაწილეობაზე და მომხდარის შესახებ პასუხისმგებელი მხარის დასჯაზე.
სამიტის მსვლეოობისას ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა მოსკოვი „აგრესიის გამოყენებასა და დაშინების ტაქტიკის“ გამოყენებაში დაადანაშაულა თავის მეზობლებთან მიმართებაში.
პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ 2009 წელს არის ჩაშვებული და მასში უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და ბელორუსი მონაწილეობენ.
სამიტი ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში ,,სუსი,, საკუთარი თანამშრომლის დანაშაულზე გაისუსა
შემდეგი სტატიამორიგი იმედგაცრუება–ხათუნა ლაგაზიძე