სამაშველო სამუშაოების გამო, “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მუშაკებს აფეთქების ადგილის დათვალიერების შესაძლებლობა არ აქვთ

“ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, კომპანიის შესაბამისი სამსახურები გლდანის რაიონში არიან მობილიზებული.
როგორც “თაიმერს” კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს, სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, კომპანიის მუშაკებს ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესაძლებლობა არ აქვთ.
“დღეს, 14 ივლისს, თბილისში, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების მიზეზი ჯერ არ დადგენილა, შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული. სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, კომპანიის მუშაკებს ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესაძლებლობა არ აქვთ. დამატებით ინფორმაციას სამაშველო სამუშაოების დასრულებისთანავე მოგაწვდით”, – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებაში.
გლდანის მე-6 მიკრორაიონში, აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ამ დროისთვის დადასტურებული ცნობით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 4 პირი კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. კიდევ ორ ადამიანს ნანგრევებში ეძებენ.

banner
წინა სტატიაში,,უახლოეს პერიოდში საზოგადოებას არაერთი საქმის გახსნასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას მივაწვდით”
შემდეგი სტატიაგლდანში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული 2 გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა