გლდანში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული 2 გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

გლდანში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული 2 გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ინფორმაციას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ.

როგორც ექიმები ამბობენ, ორივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას.

მათ სხეულზე მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ ერთ-ერთ მათგანს მიღებულიაქვს ქალა-ტვინის ტრამვაც.

აფეთქების დროს დაშავებული კიდევ 2 ადამიანი კლინიკა ლანცეტშია გადაყვანილი. მათ დაზიანებები ქვედა კიდურებზე აქვთ მიღებული. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აფეთქების დროს საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა 2 ორსულიც, მათ საკუთარ მკურნალ ექიმებს მიმართეს და გამოკვლევა ჩაიტარეს. არსებული ინფორმაციით, მათ არანაირი დაზიანებები არ აღენიშნებათ.

banner
წინა სტატიაშისამაშველო სამუშაოების გამო, “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მუშაკებს აფეთქების ადგილის დათვალიერების შესაძლებლობა არ აქვთ
შემდეგი სტატიაავარიას ფოთში მსხვერპლი მოჰყვა