„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობა განსაკუთრებით გასაფრთხილებელია“

ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აზრი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან მიმართებაში, გათვალისწინებული იყოს.

ამის შესახებ აბაშიშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე კრიზისულ ვითარებაშიც კი, როგორიც იყო 2008-2009 წლებში ორმაგი ეკონომიკური კრიზისი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღმოგვიჩინა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობა განსაკუთრებით გასაფრთხილებელია. ამავდროულად, განსაკუთრებით ყურადსაღებია მათი ყოველი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეეხებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის აზრი, ყველა იm საკითხთან მიმართებაში, რომელიც მის კომპეტენციაში იმყოფება, მათ შორის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან მიმართებაში, გათვალისწინებული იყოს“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა
შემდეგი სტატიაშეწყალებულ პატიმართა შორის უმრავლესობა ნარკოტიკული დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული