საქართველოს პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა

გიორგი მარგველაშვილი - საოკუპაციო რეჟიმი ახლა ანექსიის რეჟიმში გადავიდა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც ციხეს 180 დატოვებს. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით , შეწყალებულთა შორის 14 ქალი და ერთი არასრულწლოვანია.
როგორც ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეწყალებული პატიმრების ის ნაწილი, რომლებსაც სრულად გათავისუფლება შეეხოთ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს დატოვებენ. მათ შორის 10 ქალი მსჯავრდებული გათავისუფლდება.
ამასთან, შეწყალებული 226 პატიმრიდან 46-ს მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქდა.
შეწყალების კომისიამ ჯამში, 1329 განცხადება განიხილა და პრეზიდენტს რეკომენდაციები გაუგზავნა.

banner
წინა სტატიაში“თუ პირდაპირი განკარგვის უფლება არ გვექნება, ოჯახებისთვის ბინების გადაცემას, ვერ შევძლებთ”
შემდეგი სტატია„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობა განსაკუთრებით გასაფრთხილებელია“