შეწყალებულ პატიმართა შორის უმრავლესობა ნარკოტიკული დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალებული მსჯავრდებულები სხვადასხვა ტიპის დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს, შეწყალებულთა ძირითადი მასა კი, მოდის ნარკოტიკულ დანაშაულზე, ეს არის შეძენა-შენახვა-მოხმარება, ნარკოტიკული ნივთიერების კულტივირება და შემოტანა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შეწყალებულთა სიაში შესაძლოა, იყოს გიორგი გვიჩიანიც, ქორიძის თქმით, ვიდრე არ ასრულდება შეწყალების აქტი და მსჯავრდებულები არ დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას, მანამდე არ აქვს უფლება, გაავრცელოს პერსონალური ინფორმაცია იმ მსჯავრდებულების შესახებ, რომლებიც დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს.
“მე პერსონალურ ინფორმაციას შეწყალებულ მსჯავრდებულებზე ვერ გავავრცელებ. ეს არის პერსონალური ინფორმაცია. თავად მსჯავრდებულები დღის განმავლობაშიი მიიღებენ ამ ინფორმაციას. შეწყალების აქტი, რომელიც პრეზიდენტმა გამოსცა უკვე გადაგზავნილია სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში. აღსრულება უკვე დაწყებულია. დღის ბოლომდე 180 მსჯავრდებული დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს და ვიდრე არ აღსრულდება ეს აქტი, მანამდე არ მაქვს უფლება გავავრცელო პერსონალური ინფორმაცია იმ მსჯავრდებულების შესახებ, რომლებიც დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას”, – განაცხადა ქორიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც ციხეს 180 დატოვებს.

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობა განსაკუთრებით გასაფრთხილებელია“
შემდეგი სტატია2012-2014 წლებში თვითმმართველობებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 100 მილიონ ლარზე მეტი გაიცა