გავრცელებული ინფორმაციით, აფაქიძის ქუჩაზე მომხდარი ნგრევის დროს გარდაცვლილია მამა-შვილი. როგორც ცნობილია, შვილი 17 წლის იყო.
სპორტის სასახლესთან, აფაქიძის #13-ში შენობის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აფაქიძის ქუჩაზე ორსართულიანი სახლი ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად სამი მუშა ადგილზე გარდაიცვალა, მეოთხე მუშა კი მძიმე დაზიანებებით “რესპუბლიკურ” საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.