დეპუტატ თემურ მაისურაძის ინფორმაციით, ზოგიერთი პარლამენტარი სხდომას საზამთროთი მოწამვლის გამო აცდენს

“ზოგიერთი დეპუტატი სხდომას მგონი იმიტომ აცდენს, რომ კუჭი აქვს აშლილი”, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატმა თემურ მაისურაძემ განაცხადა.
განხილვის საგანი სურსათის უვნებლობა და გენმოდიფიცირებული პროდუქციის ეტიკეტირება იყო.
“საზამთროს და ნესვის გამო ნახევარი თბილისი კუჭის აშლილობით დადის. როდესმე ვინმე შეამოწმებს, რა საზამთრო და ნესვი იყიდება? ბავშვი საზამთროს მთხოვს, მეშინია და ვერ ვყიდულობ. ვინმე ამას შეამოწმებს? ასეთ საზამთროს ვინმე გაანადგურებს, რომ იცოდნენ, რომ მომავალ წელს ამ საზამთროს მოყვანა არ შეიძლება? ყველამ ვიცით, რა სერიოზული პრობლემაა. შარშან ჩემს ოჯახში სამჯერ მოწამვლის პრობლემა იყო. წელს ჩვენ არ გვიჭამია, მაგრამ მეზობლებს კუჭი აქვთ აშლილი და დარბიან. ზოგიერთი დეპუტატი სხდომას მგონი იმიტომ აცდენს, რომ კუჭი აქვს აშლილი”, – განაცხადა თემურ მაისურაძემ.

banner
წინა სტატიაშისაბურთალოზე ნგრევას სავარაუდოდ 17 წლის მოზარდი მამასთან ერთად ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაკუმისში ხანძრის შედეგად დაზიანებული ელექტროენერგიის ქსელის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს