საბერძნეთმა ვალების გადახდა დაიწყო

საბერძნეთმა ვალების გადახდის პროცედურები დაიწყო. მან დღეს ევროპის ცენტრალურ ბანკს და საერთაშორისო სავალუტო ფონდს 6,24 მილიარდი ევრო გადაურიცხა – ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა გააკეთა განცხადება. ათენის ევროპის ცენტრალური ბანკის ვალი შეადგენს 4,2 მილიარდს და მსოფლიო სავალუტო ფონდისას – 2,04 მილიარდ ევროს – ამაში ვალის დროზე გადაუხდელობის ჯარიმებიც შედის.
თანხა 7,16 მილიარდი ევროს ოდენობით საბერძნეთმა 16 ივლისს მიიღო.
მიმდინარე კვირას საბერძნეთის პარლამენტმა რეფორმების გაგრძელების მომდევნო პაკეტებს უნდა უყაროს კენჭი. ფინანსური დახმარების მესამე პაკეტი აგვისტოს შუა რიცხვებისთვის იქნება მზად.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2632 ლარია
შემდეგი სტატიაგერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა 40% ბალკანეთიდან არის