გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა 40% ბალკანეთიდან არის

აუცილებელია ბალკანეთის ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირება – ამის შესახებ განცხადებას გერმანიის შს მინისტრი ტომას დე მეზერი ავრცელებს. მიგრანტების 40%, რომლებიც გერმანიას სთხოვენ თავშესაფარს, ბალკანეთის ქვეყნებიდან არიან – ამბობს მინისტრი ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. მისი თქმით “ეს ევროპის სირცხვილია” და აუცილებელია რაიმე სახის ზომების მიღება.
მეზერის აზრით, თავშესაფრის მაძიებელს ადგილზევე უნდა მიეცეს 143 ევროს ფინანსური დახმარება, რაც მათი გერმანიაში თავშესაფრის თხოვნის მოტივაციას წარმოადგენს. მან მზაობა გამოთქვა ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიის გაზრდაზე, რომელთა მოქალაქეებს პოლიტიკური რეპრესიები არ ემუქრებათ. მინისტრის თქმით, ამ ქვეყნების სიაში უნდა შევიდნენ ბოსნია და ჰერცოგოვინა, სერბეთი და მაკედონია.
სირიასა და ერაყის კრიზისთან დაკავშირებით გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზრდება – ასეთია მინისტრის პოზიცია. 2015 წელს დაახლოებით 400 ათას მიგრანტს ელოდებიან გერმანიაში.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთმა ვალების გადახდა დაიწყო
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობიდან წამოსული პოლიტიკოსები პარლამენტში ფრაქციას შექმნიან