საბერძნეთმა გერმანული ეკონომიკისთვის მნიშვნელობა დაკარგა

ბერძნული გრძელვადიანი კრიზისის დასაწყისიდან, საბერძნეთის მნიშვნელობა გერმანიისთვის თანდათან შემცირდა. ამიტომ საბერძნეთის შესაძლო გასვლა ევროპის საერთო სავალუტო სისტემიდან გერმანიისთვის კატასტროფული შედეგით არ დასრულდება – თვლიან გერმანული ბანკის DZ Bank ექსპერტები. დასკვნა გამოკვლევების შედეგად გამოქვეყნდა.

2009-20012 წლებში გერმანული კომპანიების საბერძნეთში ექსპორტირება 60%-ზე მეტით შემცირდა და 4,7 მილიარდ ევრომდე დავარდა. ამის შემდეგ მაჩვენებლები დიდად არ შეცვლილა, ნათქვამია დოკუმენტში. 2015 წლის პირველი 4 თვე გერმანული ნივთების და მომსახურების საბერძნეთში გაყიდვამ საერთო გერმანული ექსპორტის მხოლოდ 0,4 % შეადგინა.
მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებს შორის 2008 წელს საბერძნეთი 27-ე ადგილზე იყო, 2014 წელს კი 38-ზე. ამასთანავე, მომწოდებელ ქვეყნებს შორის საბერძნეთმა 42-დან 47-ე ადგილზე გადაინაცვლა – ნათქვამია კვლევაში.

banner
წინა სტატიაშივაკის პარკთან პატრულის თანამშრომლები და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული
შემდეგი სტატიაპირველი ელექტროთვითმფრინავის გადაფრენა