სააკაშვილის ოდესა – რეფორმების ლიდერი უკრაინაში

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

ბებიაჩემი მზია წერეთელიდასავლეთი დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია გაატაროს რეფორმები და დამოუკიდებელი და თანამედროვე ქვეყანა გახდეს.
ეს განსაკუთრებით ოდესაშია შესამჩნევი, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და რუსეთის პრეზიდენტის დაუძინეებლი კრიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი, ფაქტობრივად, ჯვაროსნულ ლაშქრობას უცხადებს კორუფციას – წერს ბიბისი.

შეკითხვა: რა საერთოა ლონდონის პოლიციელს, რომელიც თაღლითობასთან ბრძოლაშია სპეციალიზებული და ევროკავშირის სააგენტოს წარმომადგენელს შორის,რომელიც საზღვრის დაცვას კურირებს და ასევე შოტლანდიელ ბიზნესმენს შორის.
პასუხი: სამივემ ოდესაში გამართულ შავიზღვისპირა ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ბიბისის აზრით, ეს ამტკიცებს იმას, თუ რამდენად სერიოზულად უყურებს დასავლეთი უკრაინას.
ფორუმში მონაწილეობდა ადგილობრივი ბიზნესმენი იური გუბანკოვი, რომელმაც თქვა, რომ ღამ-ღამობით არ ეძინა, როცა სამართალდამცველებმა ოდესის პორტის ტერმინალების შესახებ გამოძიება დაიწყეს.
მისი თქმით, გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებული იყო, რადგანაც მან უარი განაცხადა ქრთამის გადახდაზე. მისი თქმით, იანუკოვიჩის დროს საგადასახადო ინსპექცია, პროკურატურა, სასამართლო და პოლიცია “მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობდა: როგორ წაერთმიათ ბიზნესმენებისთვის ფული.”

უკრაინის წინაშე მდგარი ეკონომიკური პრობლემების გამო, ფორუმის ერთ-ერთ მონაწილეს ბეიტ ტომასს ზოგიერთებმა ზედმეტად ოპტიმნისტი უწოდეს, თუმცა, ამერიკაში დაბადებული ადვოკატი, რომელიც ბრიტანულ-უკრაინულ სავაჭრო პალატას წარმოადგენს, დარწმუნებულია, რომ ოდესას შეუძლია “ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქი გახდეს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.” მისი თქმით, რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, უკრაინას შეუძლია “ევროპული კალიფორნია გახდეს”.
მას შემდეგ, რაც პუტინის დაუძინებელი მტერი, მიხეილ სააკაშვილი ოდესის მხარის ხელმძღვანელი გახდა, ოდესა რუსეთსა და დასავლეთ შორის უკრაინის შესახებ დავის საგანი გახდა.
თანამედროვე ოფისში ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელეები მუშაობენ, რომელთა საშუალო ასაკი 20 წელია – ეს თითქოს განსაზღვრავს სააკაშვილის სამომავლო ხედვას – წერს ბიბისი. ის ამომრჩევლებს პირდება, რომ მალე აქ, ამ შენობაში ისინი დაარეგისტრირებენ ბიზნესს, ან ქორწილს ან პასპორტს და ამისთვის სულ რამდენიმე საათი დასჭირდებათ და არა დღებბი და თვეები, როგორც ეს ხდება ახლა.
ოფისში დაყენებული ელექტრონული სისტემა, რომელიც ნაწილობრივ აშშ-მ დააფინანსა, კორუფციის, როგორც ასეთის შესაძლებლობას გამორიცხავს, რომელიც უკრაინაში ნომერ პირველ პრობლემად არის გამოცხადებული.
ქვეყნის მძიმე ეკონომიკური სისტემიდან გამომდინარე, სააკაშვილი თვლის, რომ ახლა ყველაფერი კორუფციის მოსპობაზეა დამოკიდებული: “უკრაინა ან ჩაატარებს რეფორმებს, ან ის მოკვდება” – ამბობს ის და თვლის, რომ კორუფციის აღმოფხვრა უკრაინას სტაბილურს გახდის.

სააკაშვილის თქმით, უკრაინაში არიან სუპერ-ოლიგარქები, რომლებიც, მისი აზრით, ქვეყანას მართავენ, ამიტომაც ქვეყანაში რეფორმების გატარება არც თუ ისე ადვილია. სერგეი კივალოვის აზრით, რომელიც იანუკოვიჩის დროს უმაღლესი რადას დეპუტატი იყო, იანუკოვიჩის წასვლის შემდეგ ქვეყანაში კორუფციამ მოიმატა.

უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ პირადად დანიშნა მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად და თან უკრაინის მოქალაქეობაც მიანიჭა, თუმცა, ჯერჯერობით ადრეა განსჯა, რამდენად წარმატებულია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება.

საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მას საპრეზიდენტო პერიოდში უფლებამოსისების გადამეტებაში სდებენ ბრალს და ასევე 2007 წლის ნოემბრის რევოლუციის დაშლაში. მისი მომხრეები საქართველოში ამბობენ, რომ სააკაშვილი ჯადოქრებზე მონადირეების მსხვერპლი გახდა.

მაგრამ მან, როგორც პოლიტიიკოსმა, კარგად იცის როგორ იმუშაოს პრესასათან და ის უკრაინის პოლიტიკის ყველაზე მთავარი მოთამაშე გახდა.

მომზადებულის ბიბისის მიხედვით.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის მინისტრი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო
შემდეგი სტატია“რუსთავი 2-ის” საქმის მოსამართლე სკანდალში ეხვევა