“რუსთავი 2-ის” საქმის მოსამართლე სკანდალში ეხვევა

tamaz urtmelidzeრუსთავი 2-ის ინფორმაციით, რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე ურთმელიძის სიძის მტკიცებით, მოსამართლის დედამ მას ნაჯახი ჩაარტყა. ვალერი სილაგაძის თქმით, მას საგამოძიებო უწყებიდან ცნობა მიუვიდა, რომლის მიხედვითაც ურთმელიძის დედას, მდინარა გიორგობიანს ბრალს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში წაუყენებენ.

ურთმელიძის სიძის, ვალერი სილაგაძის მტკიცებით, მას და სიდედრს, მდინარა გიორგობიანს შორის დაპირისპირება მისი მეუღლის, დარეჯან ურთმელიძის გარდაიცვალების შემდეგ დაიწყო. ქმარი ითხოვდა, რომ ცოლის ბინა შვილის სახელზე გაფორმებულიყო, რასაც ურთმელიძეების ოჯახი ეწინააღმდეგებოდა. 2014 წლის 7 იანვარს კი სადაო ბინაში დაპირისპირება სიძის დაჭრით დასრულდა.

იმავე დღეს საგამძიებო უწყებამ სილაგაძე და მისი შვილი მოწმის სტატუსით დაკითხა. მდინარა გიორგობიანი კი პოლიციაში გადაიყვანეს. სილაგაძის მტკიცებით, გამოძიება ამით დასრულდა და ერთი წლისა და 8 თვის შემდეგ საქმე აქტუალური 2015 წლის ივლისის ბოლოს გახდა, ურთმელიძის მიერ რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებამდე რამდენიმე დღით ადრე.

როგორც სილაგაძე რუსთავი 2-თან განმრტავს, სამართალდამცველები ქუთაისში ურთმელიძის სიძის საცხოვრებელ სახლში სექტემბერში მივიდნენ და ინციდენტიდან ერთი წლისა და 9 თვის შემდეგ დაზარალებულად სცნეს. რუსთავი 2-ის მტკიცებით, ეს თარიღი რუსთავი 2-ის 51 %-იანი წილის მფლობელის ტელეკომპანია საქართველოს დაყადაღების დარიღს ემთხვევა.

ცნობისთვის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი შპს ტელეკომპანია საქართველო 1 ოქტომბერს დააყადაღა. ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანია საქართველოს წილების გასხვისება. ადვოკატის თქმით, საჯარო რეესტრში 29 სექტემბერს წარდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, ძმები ყარამანაშვილები გეგმავდნენ ტელეკომპანია საქართველოში მათი წილების დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანისთვის გადაცემას.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი შპს ტელეკომპანია საქართველოს გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება 29 სექტემბერს გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოს მფლობელებმა გიორგი და ლევან ყარამანიშვილებმა 100-პროცენტიანი წილი დიმიტრი ჩიქოვანს 400 ათას დოლარად მიჰყიდეს. ჩიქოვანი, თავის მხრივ, იღებდა ვალდებულებას, ტელეკომპანია საქართველოს კუთვნილ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში 6 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიცია/ფინანსირება განეხორციელებინა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის ოდესა – რეფორმების ლიდერი უკრაინაში
შემდეგი სტატიარა საკითხზე გამართა თამარ სანიკიძემ პარლამენტში სამუშაო შეხვედრა უცნობია